LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა

109
ფული

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა.

კანონში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. ამასთან, უზრუნველყოს მიკროსაფინანსო სექტორის ზედმეტი რისკებისგან დაცვა, რაც მათი უსაფრთხო საქმიანობის წინაპირობა იქნება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ მომხმარებლებს. მცირე და საშუალო ბიზნესს კი მიეცემა შესაძლებლობა უფრო დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდონ და გააფართოონ საკუთარი საქმიანობა, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. 

საქართველოს პარლამენტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.

კანონპროექტის ავტორები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი არიან, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.

magti 5g