თბილისის პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილია 1 პირი და მას 9 მძევალი ჰყავს. ამის შესახებ მან ადგილზე ჟურნალისტებთან განაცხადა. ასევე, სირაძემ მოუწოდა ჟურნალისტებს, შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვა წერეთლის გამზირიდან, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თავდამსხმელია შეჭრილი.
“მოგიწოდოთ მედიასაშუალებებს, რომ შეწყვიტოთ ლაივსაშუალებებით პირდაპირი ჩართვა, ვინაიდან საფრთხეს უქმნის ეს, როგორც მოქალაქეების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. თავი შევიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან” – განაცხადა თბილისის პოლიციის უფროსმა და აღნიშნა, რომ ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებენ.
რა მოთხოვნა აქვს თავმდამსხმელს ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო მოქმედებები.
წერეთელზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძარცველი შეიჭრა: რა ვითარებაა ადგილზე