50 წლის მილა იოვოვიჩი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება შვილებთან ერთად, თუმცა, მან ამჯერად გამონაკლისი გააკეთა. მსახიობი ლოს-ანჯელესში ფილმის, „დრაკულას” პრემიერას თავის უფროს ქალიშვილთან, 18 წლის ევერ ანდერსონთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ წერს გამოცემა People.
წითელ ხალიჩაზე მილა იოვოვიჩი შავი მინი-კაბით, შესაბამისი ფერის კოლჰოტებით, კრემისფერი პერანგითა და ჯინსის ქურთუკით გამოჩნდა. მის სტილს ავსებდა ვერცხლისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, წითელი ჩანთა და შავ-ვერცხლისფერი ორიგინალური ყელსაბამი. მისი ქალიშვილი ევერი, რომელიც საოცრად ჰგავს ცნობილ დედას, შავ-თეთრ ზოლიან, გრძელსახელოებიან კაბაში გამოჩნდა. მან ანსამბლს შეუხამა ღია ბეჟი ზამშის ჩექმები 2010-იანი წლების სტილში.
მილა იოვოვიჩი 30 წლის შემდეგ პოდიუმზე დაბრუნდა
ევერი მილა იოვოვიჩისა და მისი მეუღლის, რეჟისორ პოლ ანდერსონის სამი ქალიშვილიდან უფროსია. მისი კინოდებიუტი სულ ცხრა წლის ასაკში შედგა ფილმში Resident Evil: The Final Chapter, სადაც დედასთან ერთად ითამაშა. 2020 წელს კი ახალგაზრდა მსახიობი ბლოკბასტერში Black Widow გამოჩნდა.
17 წლის ევერ ანდერსონი დედის ასლია – მილა იოვოვიჩის ქალიშვილი Chloé-ს ახალი კამპანიის სახე გახდა

