LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილა კუნისი, სიუზან სარანდონი და სხვა ვარსკვლავები „ძალიან ცუდი დედიკოები 2“-ის პრემიერაზე

131

30 ოქტომბერს, კალიფორნიაში კომედიური ჟანრის ფილმის, „ძალიან ცუდი დედიკოების“ (A Bad Moms Christmas) მეორე ნაწილის პრემიერა შედგა. ჩვენებაზე ფილმში მონაწილე მთელი ვარსკვლავური შემადგენლობა მივიდა. მსახიობები ფოტოგრაფებთან პოზირებდნენ და თაყვანისმცემლებს ავტოგრაფებს აძლევდნენ.

პრესის განსაკუთრებული ყურადღება 34 წლის მილა კუნისმა მიიქცია, რომელიც პრემიერაზე შავი კაბით მივიდა. მსახიობს სექსუალურობას ფეხთან ჩახსნილი კაბა და ღია მხრები მატებდა.

გარდა მილა კუნისისა, საზოგადოების ინტერესი 71 წლის სიუზან სარანდონმა გამოიწვია, რომელიც ასევე ფილმის მეორე ნაწილში მონაწილეობს. პრემიერისთვის მსახიობმა კლასიკური შავი კოსტიუმი აირჩია თეთრი პერანგით.

ფილმის პირველი ნაწილი კინოგაქირავებაში წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომაც მისი გაგრძელების გადაღება გადაწყვიტეს. ფილმის რეჟისორები ისევ ჯონ ლუკასი და სკოტ მური არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები