LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანმა და The Rolling Stones-მა ერთობლივი კოლექცია გააკეთეს

126
rue25c8309446

მილანმა და The Rolling Stones-მა ტანსაცმლის ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს.

კოლექცია მოიცავს ქურთუკებს, ჰუდებს, შარფებს და მაისურებს სამ ფერში (შავი, თეთრი და ნაცრისფერი). კოლექციაში ასევე შედის ქუდი, ბლოკნოტი, ჭიქა და სამაჯური.

ყველა ნივთს განსაკუთრებული ლოგო ადევს, რომელიც წარმოადგენს „მილანისა“ და ჯგუფ The Rolling Stones-ის შერეულ ემბლემებს. ქურთუკზე არის ამოტვიფრული სიმღერა Sympathy for the Devil-ის სახელწოდებაც (ეშმაკი „მილანის“ ერთ-ერთი სიმბოლოა).

ეს არის „მილანისა“ და ლეგენდარული როკ-ჯგუფის მეორე თანამშრომლობა. პირველი ერთობლივი კოლექცია გასულ წელს გამოვიდა და ის ჯგუფის 60 წლისთავს მიეძღვნა.

2017 წელსThe Rolling Stones-მა ერთობლივი კოლექცია გამოუშვა პსჟ-სთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები