მილანში გადაწყვიტეს, რომ უფასო პარკინგი სრულად გააუქმონ. მერიას სურს, რომ მილანელებს სახლებთან ავტომობილის გაჩერება კომფორტულად შეეძლოთ, წერს Alvolante.
თეთრი ნიშანი, რომელიც უფასო პარკინგს აღნიშნავდა, ნელ-ნელა ცისფერი ნიშნით – ანუ ფასიანი ადგილის აღმნიშვნელით ჩანაცვლდება. ადგილობრივებისთვის არაფერი იცვლება: ისინი ავტომობილის გაჩერებას ადრინდელივით უფასოდ შეძლებენ.
სიახლის დამსახურებით მილანის ქუჩებში უცხოელთა მანქანების რიცხვი იკლებს, ასეთი მანქანები კი საპარკინგე ადგილებს საკმაოდ დიდი ხნით იკავებენ ხოლმე.
ამჟამად ქალაქში დაახლოებით 300 ათასი საპარკინგე ადგილია. მათგან 37% – ფასიანია, 18% ადგილობრივებისთვისაა დაჯავშნილი, დანარჩენი კი ჯერჯერობით უფასოა.
საინტერესოა, რომ მილანში ფასები ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით ნაკლებია. მაგალითად, ქალაქის ცენტრში პარკინგი საათში 3 ევრო ღირს, სხვა რაიონებში 1,2 ევრო. მაგალითად, პარიზში პარკინგი თითქმის ორჯერ უფრო ძვირია.