LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანი ქარიშხლის შედეგად დაზიანებულ ხეებს ხელოვნებად გადააქცევს

125
thumb_1024x663_fallen-tree-2-11zon

მილანში შტორმის შედეგად დაზიანებულ ხეებს არტ-ობიექტებად გადააქცევენ. ამ გზით მერია ხალხს კიდევ ერთხელ შეახსენებს იმას, რომ ბუნებას მოფრთხილება სჭირდება. სიახლის შესახებ the Mayor წერს.

სტიქია იტალიას გასული ივლისის თვეში დაატყდა თავს. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. უამინდობამ ასობით ხე მოთხარა და დაამტვრია.

მერიამ განადგურებული მცენარეები შეინახა და ხელოვანებს მათი ხელოვნების ნიმუშებად გადაქცევა შესთავაზა. ხელოვნებამ ადამიანსა და ბუნებას შორის არსებული ურთიერთობა სხვა ჭრილში უნდა წარმოადგინოს და ხალხი იმაზე უნდა დააფიქროს, რომ კლიმატი ძალიან სწრაფად იცვლება და შედეგები მძიმეა.

არტისტების პროექტებს სპეციალური კომისია შეაფასებს. შეფასება დამოკიდებული იქნება თემატიკის გააზრებაზე, დიზაინის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.

გამარჯვებულთა პროექტებს 10 ყველაზე დიდ პარკში გამოფენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები