LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მილენიუმის” 7-ვარკვლავიანი სასტუმრო 2016 წელს გაიხსნება

193

„მილენიუმ ბილთმორის“ 7-ვარკვლავიანი სასტუმრო 2016 წელს გაიხსნება. ამის შესახებ ,,ფორტუნას’’კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში განუცხადეს.

რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილი იმელის შენობის რეკონსტრუქცია და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

“უახლოეს პერიოდში დაიწყება სერვის ცენტრისთვის სივრცის მოწყობაც. სასტუმროს გარდა კომპლექსში სავაჭრო ცენტრიც განთავსდება, სასტუმროს 34–ე სართულზე კი ქართული და შუააზიური რესტორანი გაიხსნება,”- განაცხადეს “მილენიუმის” ქართულ წარმომადგენლობაში.

ამასთან, სასტუმროში უნდა განთავსდეს  მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე კაზინო და საპრეზიდენტო სუითი, რომლის მსგავსიც თბილისში არ არსებობს და რომელიც დედაქალაქში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტებსა თუ „ვი აი პი“ სტუმრებს მოემსახურება.

„დაბი ჯგუფი” „მილენიუმ ბილთმორის“ მშენებლობაში 140 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g