ბიზნესმენ ბუბა ქებურიას შვილი, თორნიკე, იგივე თოშა, გარკვეული პერიოდის წინ დაოჯახდა. მან ცოლად ქეთი ჟღენტი შეირთო. წყვილს ჯერ გოგონა, კატერინა შეეძინა, შემდეგ კი დიდი ქორწილი გადაიხადეს. კახეთში, ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც ქებურიების ოჯახს ეკუთვნის, უამრავი სტუმარი იყო მიწვეული, გაიჭრა გრანდიოზული სადღესასწაულო ტორტი, ხოლო პატარძალს ელი სააბის მიერ სპეციალურად მისთვის შეკერილი კაბა ეცვა, რომელიც ცნობილ მოდის სახლს დიდი ხნით ადრე შეუკვეთა.
ახლახან კი ფოტოგრაფმა ნათია ღაჭავამ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ქეთი და მისი პატარა გოგონა არიან გადაღებულნი. თბილ ფოტოებზე დედა-შვილი არაჩვეულებრივად გამოიყურება.