მილიონერ თორნიკე ქებურიას მეუღლე, ქეთი ჟღენტი აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც თბილისში, ერთ-ერთ ჩინურ რესტორანში აქვს გადაღებული და გამომწერებს ჩინურ ახალ წელს ულოცავს, ასევე დასძენს: „იცით, რომ ეს წელიწადი ძალიან კარგი იქნება, რადგან ეს ჩემი წელია…“
შეგახსენებთ, რომ ქეთი ჟღენტსა და თოშა ქებურიას ახლახან მესამე შვილი შეეძინათ. ქეთიმ ზუსტად ორი კვირის წინ იმშობიარა, თუმცა უკვე შესაშურ ფორმაშია. სამი შვილის დედა არაჩვეულებრივად გამოიყურება ახალ ფოტოებზე, რომლებიც ახლახან გაგვიზიარა.