LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონერები, რომლებსაც პარლამენტარობა უნდათ

303
FORTUNA.GE (21)

31 ოქტომბერს საქართველო არჩევანს გააკეთებს და მე-10 მოწვევის პარლამენტი გვეყოლება. ბევრს უკვირს, ვისაც ფული აქვს, რატომ ცდილობენ პოლიტიკაში მოსვლას და, რბილად რომ ვთქვათ, თავის ატკიებას. არადა ბევრი სწორედ იმიტომ მოდის პოლიტიკაში, რომ ქონება შეინარჩუნოს და ძალაუფლება გაიმყაროს.

თუმცა, იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ ხანდახან მდიდრებს ქვეყნის ბედ-იღბალი ადარდებთ.

„ფორტუნა“ გთავაზობთ იმ ადამიანების სიას, ვინც მილიონერია და ვისაც დიდი ალბათობით მე-10 მოწვევის პარლამენტში ვიხილავთ.

ნატო ჩხეიძე – არჩევნებში მონაწილეობას „ენმ – ძალა ერთობაშიას“ სიით იღებს. ნატო ჩხეიძე სიის მე-13 ნომერია. მისი ქონება შთამბეჭდავად გამოიყურება – 51 მილიონ 039 798 ლარი.

ნინო წილოსანი – „ქართული ოცნების“ სიის 24-ე ნომერია. მისი ქონება 2 მილიონ 074 207 ლარია.

ლევან კობიაშვილი – „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორტარობის კანდიდატის ქონება 9 მილიონ 829 530 ლარია.

კახა ოქრიაშვილი – ყოფილი „ოცნების“ წევრის ქონება 5 მილიონ 940 000 ლარს შეადგენს. ახლა პარლამენტარობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იბრძვის.

ბექა ოდიშარია – 12 მილიონ 414. 270 ლარია. ბექა ოდიშარია, ამჯერად „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

დავით ჭიჭინაძე – 4 მილიონ 248 800 ლარი – ასე გამოიყურება ყოფილი „ოცნების“ ყოფილი წევრის ქონება.  2020 წლის პარლამენტში მოსახვედრად ჭიჭინაძე დამოუკიდებელი პარტიით „ტრიბუნას“ სახელით იბრძვის.

მერაბ ქვარაია – მისი ქონება 1 მილიონ 903 716 ლარს შეადგენს. მას „ამბოხებული დეპუტატი“ შეარქვეს, თუმცა ქვარაია კვლავ იბრძვის პარლამენტარობისთვის, ის „ქართული ოცნების“ სიის 69-ე ნომერია.

კობა ნაყოფია – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ენმ – ძალა ერთობაშიას“ სიით იღებს. ნაყოფია სიის მე-5 ნომერია. მისი ქონება 8 მილიონ 033 500 ლარია.

მამუკა ხაზარაძე – პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სიის პირველ ნომერს ქონებრივი  დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია, თუმცა როგორც ცნობილია, მისი ქონება 400 მილიონ დოლარს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g