LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილტონ ჰეიგს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭეს

87

ახალ სპორტის სასახლეში რაგბის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებთან შეხვედრა გაიმართა. მორაგბეებს წარმატება მიულოცეს სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ. შეხვედრას დაესწრნენ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და სამწვრთნელო შტაბი. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც გამარჯვებით დაასრულა ოკეანეთის ტურნე, სამშობლოში დაბრუნდა. მინისტრმა მილტონ ჰეიგს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

ოკეანეთის ტურნეს ეგიდით საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა გამართა და ერთი ფრედ, ორი კი გამარჯვებით დაასრულა. ოკეანეთში წარმატებული თამაშის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, რაც სარეკორდო და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქართული რაგბის ისტორიაში. წარმატებები აქვს საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებსაც, რომელმაც ინგლისში ჩატარებულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა. როგორც ცნობილია, მომდევნო ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობას, 2017 წელს საქართველო უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები