LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმაჩნია, რომ შაბათ-კვირას შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება – ნინო წილოსანი

265
ნინო-წილოსანი

“მიმაჩნია, რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები შეიძლება შემსუბუქდეს, რადგან არ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკებს,” – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, მან ეკონომიკის მინისტრს ზამთრის კურორტების გახსნაც სთხოვა.

„დღეს ჩემი კომენატრი რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით არასწორი ფორმით იყო აღქმული. ყოველთვის, როგორც საჯარო, ისე დახურულ შეხვედრებზე ვახმოვანებ აუცილებლობას რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მათ შორის აქტიურად ვითხოვდი ტრანსპორტის და სკოლების უფრო ადრე გახსნას, ვიდრე ეს რეალურად მოხდა. ახლაც მიმაჩნია, რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები შეიძლება შემსუბუქდეს, რადგან არ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკებს. ასევე ეკონომიკის მინისტრს ვთხოვე ზამთრის კურორტების გახსნა, თუნდაც თავდაპირველად სასტუმროების ნაწილში”, – წერს ნინო წილოსანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g