ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უამრავი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის გაპროტესტებაც ე.წ. ქართველი ვაჟკაცების მხრიდან უფრო სწორი საქციელი იქნებოდა, ვიდრე 20 ლგბტ პირთან დაპირისპირება.
გთავაზობთ სტატუსს:
„სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა რამდენი აქცია გამართეს, რამდენი ხანია დგანან, მათ შვილები მოუკლეს, კანონი თავზე გადაახიეს, კიდე მოკლული შვილები გამოუყვანეს დამნაშავეებად, გაამწარეს, დასცინეს, სულში ჩააფურთხეს და აბა, მაშინ თუ გამოვიდა ეს ამდენი ნაძირალა, გუშინ ვერის ბაღში ვასაძეს რომ შესციცინებდა.
კარგად იცის ჩვენმა მტერმა, რაზე ააგდებს ამ ჯაგა ბრბოს და აი, ამაზე თამაშობს – სხვების პირად ცხოვრებაზე, რომელიც ქვეყანაში ნომერი პირველი კომპრომატია ამ საუკუნეში (!)
არც კორუფცია, არც უსამართლო სასამართლო, არც სამოხელეო დანაშაულები, არც ჩინოვნიკთა და სასულიერო პირთა თავგასულობა, არც სხვისი უდანაშაულო შვილების მკვლელობები, არც შიმშილი და ბავშვების შიმშილით სიკვდილი… არაფერი ის, რამაც მართლა უნდა შეგილახოს ნორმალურ ადამიანს თავმოყვარეობა!
არა! თურმე 20-ოდ ლგბტ აქტივისტი თუ გამოვა და საკუთარი უფლებების დაცვას მოითხოვს, მაშინ უნდა გამოვიდეს ჯოგი ხავილით – „ვაშკაცები” პროპაგანდის ქვეშ არ მოექცნენ, საკუთარი თავის იმედი არ აქვთ… ამათი შიშები ყოფილა ქვეყნის #1 პრობლემა!
არადა, ცოლებს ურტყამენ და კლავენ ეს არშემდგარი კაცუნები, სხვის დებს, ცოლებს თუ დედებს აუპატიურებენ, პედოფილია ყვავის და ამ ყველაფერს ჰეტეროები სჩადიან. მაგრამ მაგათ არ უმართავენ აქციებს და ქამრით არ სცემენ ეს რეგვენი მაჩოები, რადგან თავად არიან მსგავსნი და მათ ქცევას ამართლებენ
ფუ თქვე, მართლა მავნებლებო, თავად ხართ სექსუალური გადახრით დაავადებულები – სხვისი პირადი ცხოვრების ჭყიტინი რომ შეგიძლიათ და წესებს უწესებთ, ვინ როგორ წარმართოს საკუთარი პირადი! ამდენი იდიოტი სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ?!“