LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმოფანტული ბილიკები და შადრევნები მწვანე ზონას ამახინჯებენ: როგორი ცენტრალური პარკი გვინდა

360
parkebi 22

სულ რაღაც ორ წელიწადში თბილისს კიდევ ერთი ლამაზი პარკი ექნება. ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა. შეიძლებოდა კორპუსების მორიგი კასკადი გვენახა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, მაგრამ ბიზნესმენმა გადაწყვიტა, ამ ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდეს.

მერიამ უკვე წარადგინა პროექტი და ვიცით, როგორი იქნება მომავალში კიდევ ერთი პარკი. ბევრი აღფრთოვანდა ახალი იდეით, ზოგსაც არ მოეწონა პროექტი და ამბობენ, რომ აღნიშნულ ადგილზე გაცილებით კარგი პარკის გაკეთება შეიძლება. ბევრის გულისწყრომას ისიც იწვევს, რომ პროექტთან დაკავშირებით კონკურსი არ გამოცხადებულა.

ბაღები, ტყე, მდელო, სასეირნო და კიდევ ბევრი რამ: როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი

მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე, ახლაც გემოვნებაზე დაობენ. მაგრამ დავა ამ შემთხვევაში ალბათ არაა სასარგებლო. სჯობს, თვალი გადავავლოთ მსოფლიოში ცნობილ და სილამაზით განთქმულ პარკებს, რომლებიც მიბაძვას ნამდვილად იმსახურებენ.

გრინვიჩის პარკი მდებარეობს ქალაქის ცენტრში 74 ჰექტარზე.

პარკი მოიცავს დიდი რაოდენობით ხეებსა და მცირე ტყეს, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული და მიმზიდველი ნაწილია ეს უზარმაზარი მდელო და გრინვიჩის გორა, რომლიდანაც ქალაქისა და მდინარე ტემზის არაჩვეულებრივი ხედები იშლება.

გრინვიჩის პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს განიხილებოდა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მათ შორის რკინიგზის ხაზის გაყვანა, თუმცა ლონდონელებმა და ქალაქის მთავრობამ არ დაუშვა ამ ისტორიულ რეკრეაციულ არეალში ჩარევა.

„შეიძლება ყოფილ იპოდრომზეც მოეწყოს მსგავსი ნაკლებად ხელოვნური მწვანე ზონა? კი! ზედმეტი ჩარევები, როგორიცაა უამრავი უაზროდ მიმოფანტული ბილიკი, ბეტონის ან სხვა მასალის პლაზები, შადრევნები და ა.შ. ამახინჯებს და ზღუდავს მწვანე ზონას“ – წერენ სოციალურ ქსელში.

 

მიუნხენში ინგლისური ბაღი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი პარკია. აქ ვერ შეხვდებით ბეტონის ბილიკებს, ბევრ ინფრასტრუქტურას, შადრევნებს, შენობებს და ა.შ. სამაგიეროდ, მიუნხენის ინგლისური პარკი მოიცავს ტერიტორიას, რომელიც სავსეა ბუნებრივი ლანდშაფტით, ხეებით, მინდვრებით, მდინარეებითა და ტბებით. შესაბამისად, ეს პარკი წარმოადგენს ერთგვარ “თავშესაქცევს” ქალაქის ცხოვრებისგან, სადაც შესაძლებელია სპორტით დაკავება, წყალთან კონტაქტი ან უბრალოდ პიკნიკის ორგანიზება.

მიუნხენის ინგლისურ ბაღთან ვერ შეხვდებით ბევრ ავტოსადგომსაც, გარდა განსაკუთრებული ადგილების (იაპონური ჩაის სახლი და ა.შ.), მიუხედავად იმისა, რომ ეს პარკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია.

ულამაზესია ნიუ-იორკის ცენტრალ პარკი. პარკში ავტომობილით გადაადგილება 2015 წელს აიკრძალა. მოგვიანებით ცვლილება ტაქსებსაც შეეხო.

მანჰეტენზე მდებარე პარკს, რომლის ფართობიც 3,41 კმ2-ია, ყოველწლიურად 42 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. როგორც ურბანულ პარკს, ცენტრალ-პარკს ამერიკაში ყველაზე ხშირად სტუმრობენ. იქ არის ზოოპარკი, ტბები – სადაც ნავებით სეირნობენ, წყალსაცავი და ღონისძიების გასამართად განკუთვნილი ადგილები. პარკი 1857 წელს შეიქმნა.

რამდენი მილიონი ჯდება თბილისის ცენტრალური პარკი და როდის შევძლებთ გასეირნებას

 

ჰამბურგის საქალაქო პარკი. ეს ულამაზესი მწვანე სივრცე წყალთან და ბუნებასთან ქალაქის კონტაქტის კარგი მაგალითია.

ჰამბურგის პარკში ვერ შეხვდებით ხელოვნურ ნაგებობებს, ბეტონის ბილიკებს. ამ საკმაოდ მოზრდილი პარკის განუყრელი ნაწილია ეს მდელო, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს.

 

იმ შემთხვევაში თუ ამსტერდამის მონახულებას გადაწყვეტთ, შეუძლებელია, გვერდი აუაროთ ნიდერლანდების ეროვნულ კეკენჰოფის ბაღს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ულამაზეს  ბაღად არის აღიარებული. მის მოსანახულებლად აპრილიდან მაისამდე მიდიან მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
ძნელია, სიტყვებით ბაღის სილამაზის გადმოცემა. სტატისტიკურად ყველაზე მეტ ფოტოს სწორედ კეკენჰოფში იღებენ. ბაღი ავტობუსით ამსტერდამიდან 25-30 წუთის სავალზეა, პატარა ქალაქ ლისეში.

 

თუ უნგრეთში ერთხელ მაინც ყოფილხართ სამოგზაუროდ, დამეთანხმებით, რომ ზღაპრული ქვეყანაა. ბავშვობაში წაკითხულ ზღაპრებში მოვლენების განვითარება სწორედ ასეთ ადგილებში წარმოგვედგინა.
ყველაზე შთამბეჭდავი კი ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის შუაგულში გაშენებული მარგარეტის კუნძულია, რომელზეც მხოლოდ ფეხით შეიძლება გადაადგილება და ის საუკეთესო ადგილია პიკნიკის გასატარებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g