LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმოქცევაში ახალი 100 და 200 ევროიანები ჩაეშვა (ფოტოები)

1308
2019-05-24T100554Z_216298565_RC11F09417F0_RTRMADP_3_ECB-BANKNOTE

ევროპის ცენტრალურ ბანკმა მიმოქცევაში ახალი 100 და 200 ევროიანები ჩაუშვა. ახალი ბანკნოტები ბაზარზე გუშინ გამოჩნდა და ისინი შედარებით მცირე ზომისაა, ვიდრე მათი წინამორბედი 100 და 200 ევროიანები.

როგორც ევროპის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ახალი ბანკნოტების გამოშვების მიზეზს გახშირებული გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

ახალი ბანკნოტების გაყალბება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მათ ჰოლოგრამის მექანიზმები აქვს დამატებული, რაც წინა კუპიურებში არ იყო. აღსანიშნავია, რომ ახალი ბანკნოტების დაცვის რთულ ნიშნებს შორისაა: ევროს წვრილი სიმბოლოებისგან შექმნილი ჰოლოგრამული გამოსახულება და მითოლოგიურ პრინცესა „ევროპას“ სურათი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები