2016 წლის 24 ოქტომბრიდან მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები ჩაეშვა. ქართული მარკები 6 თემატიკას მოიცავს.
ახალი მარკები, პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შესაბამისი ბრძანებით გამოიცა. საფოსტო მარკები რამდენიმე თემას აერთიანებს: „ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 წელი, რიო დე ჟანეირო“; ეკოლოგია ევროპაში; საქართველოს ფაუნა და „ქართული ზღაპრების პერსონაჟები“.
მიმოქცევაში გაშვებულ მარკებს შორის მიმდინარე წლის 9-15 მაისს თბილისში ჩატარებული ევროპული კვირეულისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკაცაა.
ახალი საფოსტო მარკების შეძენა შპს „საქართველოს ფოსტა“-ს სერვის ცენტრებშია შესაძლებელი.
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი;
საქართველოს ფაუნა – „ულვაშა წიწკანა“, „წითელმუცელა ბოლოცეცხლა“, „ჯიქი“;
„ქართული ზღაპრების პერსონაჟები“ – „კომბლე“, „რწყილი და ჭიანჭველა“;
„ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 წელი, რიო დე ჟანეირო“;
„იფიქრე მწვანედ“ – ევროპა 2016 ეკოლოგია ევროპაში;
„ევროკავშირთან ერთად“;