LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ამაყად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატო-სთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე

85
image_2022-03-24_142849

მინდა ამაყად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატო-სთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ – ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სწავლება ნატო-ს მხრიდან საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჯარის და ამ შემთხვევაში მისი მართვის რგოლის მაღალ კვალიფიციურობასა და პროფესიონალიზმს. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი და სისტემური თავდაცვის პოლიტიკის შედეგი” – განაცხადა ღარიბაშვილმა

პრემიერმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის.

“მინდა, ამ მრავალეროვნული სწავლების მონაწილეებს, ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ყველას გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა სწავლებაში მონაწილეობისათვის. წლების განმავლობაში ჩვენს მრავალ პარტნიორთან ერთად მხარდამხარ ვიცავდით და ვიცავთ მსოფლიო მშვიდობას.” – განაცხადა ღარიბაშვილმა

„ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ვართ მადლიერნი. საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან აკავშირებს ღირებულებითი ერთობა. ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმებითა და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანით. ევროკავშირში განაცხადიც სწორედ ამ საერთო ღირებულებითი და კულტურული იდენტობისკენ მისწრაფების გამოხატულებაა.”  – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები