LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, ჩემი გამარჯვება ჩემს გმირებს, შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა“ – გენო პეტრიაშვილი

145
გენო პეტრიაშვილი

ქართველმა თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვემ გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლმა პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დაზე ოქ­როს მედ­ალი მოიპოვა. გენო პეტრიაშვილის განცხადებით, გამარჯვებას, შინდისში დაცემული ვაჟკაცების უძღვნის.

„პირველ რიგში მინდა თითოეულ თქვენგანს ვუთხრა მადლობა, მადლობა ღმერთს რომ ესე კარგად დავამთავრე. მინდა, ჩემი გამარჯვება ჩემს გმირებს, შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა…“, – თქვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა.

ვიდეო: „მა­მა­ჩე­მი ნეტა რას შვრე­ბა? ცო­ცხა­ლია?…მგო­ნია სიზ­მარ­ში ვარ“ – გენო პეტრიაშვილის პირველი კომენტარი

ვიდეო: „შენ გენაცვალე, მიდი გენო“ – გენო პეტრიაშვილის დედის გულის ამაჩუყებელი ემოციები შვილის ასპარეზობისას

„80 მილიონიან ირანის უძლიერეს მოჭიდავეს, ოლიმპიადის ფინალში ამარცხებს 3 მილიონიანი საქართველოს მოჭიდავე“ – მამა ლევანი გენო პეტრიაშვილზე

ცნობისათვის, დღეს შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა.

2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g