პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო კიდევ ერთ შეცდომას ვეღარ გაუძლებს. ამის შესახებ განცხადება მან Twitter-ზე გაავრცელა.
„ამ რთულ მომენტში მინდა გამოვხატო მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის რუსული აგრესიის შედეგები. 2008 წელს საერთაშორისო რეაქცია იყო სუსტი. მსოფლიო ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას“, – წერს გიორგი გახარია.
In these difficult times, I wish to express my strong support to #Ukraine and Ukrainian nation. #Georgia knows too well the price of Russian agression. Back in 2008, the international response was weak. Today the world cannot afford another such mistake.
Слава Україні!— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) February 19, 2022