აზოვის პოლკის დამფუძნებელი გიორგი ქუფარაშვილი მარიუპოლში არსებულ ვითარებასა და „აზოვის“ მიერ შესრულებულ წარმატებულ სამ საბრძოლო დავალებაზე TV პირველთან საუბრობს.
„ქალაქ მარიუპოლში სიწყნარეა, არ იბომბება. შეწყვეტილი ყველაფერი, რადგან მოხდა მთლიანი პირადი შემადგენლობის გაყვანა. მინდა გავაქარწყლო სპეკულაციები, დაპირისპირებები, დავალება შესრულდა, სახელმწიფოსგან იყო ძირითადი ამოცანა, ქალაქის მოსახლეობის დაცვა. გვქონდა 3 საბრძოლო დავალება. პირველი – მოეზიდა ძალები მაქსიმალურად, რაც „აზოვმა“ წარმატებით გააკეთა და მისცა საშუალება ქვეყანას, ოპერატიული რეზერვი გამოეყვანა, მოემზადებინა . მეორე – შეიარაღებულ ძალებს გაეკეთებინა გადაჯგუფება. მესამე – დროის მოგება, რომ საერთაშორისო დახმარების მიერ გაწეული შეიარაღების შემოტანა მომხდარიყო, ამას სჭირდება ლოჯისტიკა, პირადი შემადგენლობის მომზადება, ქვედანაყოფებში დაგზავნა და გამოყენება. ეს ყველაფერი წარმატებით შესრულდა“ – აცხადებს და ამატებს, რომ ბრძანების არშესრულება სამხედროებში და „აზოვისთვის“ მიუღებელია.