თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარშვილი (97 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
მაჭარაშვილი ფინალურ ეტაპზე ბაჰრეინის ქვეყნის სახელით მოასპარეზე დაღესტნელმა მეტოქემ ახმედ ტაჟუდინოვმა დაამარცხა.
მოგვიანებით სპორტსმენმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და გულშემატკივარს მიმართა.
„მინდა, რომ ჩემს გულშემატკივარს, ჩემს ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო და ამასთანავე, ბოდიშიც მოვუხადო, რომ შეცდომა დავუშვი, ამ შეცდომის გამო დავისაჯე და ამიტომ, ჩემი ოცნების მედალი ვერ მიმაქვს ჩემს ქვეყანაში“, – განაცხადა მედიასთან მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა.