LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ხაზი გავუსვა, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე ამ ეტაპზე მოხსნილია: ვაჟა ბერიძე

98
vajaberidzea-3

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე ამ ეტაპზე მოხსნილია“,-ამის შესახებ ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ „ფოტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე მხარეების მიერ ხელმოწერის შეფასებისას განაცხადა. 

„ფორტუნას“ კითხვაზე, რას მიაღწიეს პოლიტიკურად დაპირისპირებულმა მხარეებმა დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებით და რეალურად რა იცვლება ამ გადაწყვეტილების შემდეგ?– ექსპერტი განმარტავს, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ქვეყნისთვის და დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავს პროცესების დასაწყისს.

„პროცესი, რომელიც შეუქცევადი გახდა, არჩევნების ჩატარების დღიდან გაჩერდა და გარდაუვალი საფრთხე პერნამენტული დესტაბილიზაციის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა გარკვეულ ძალებს ქვეყნბის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ფაქტობრივად უკვე მოსხსნილია. არა იმიტომ, რომ ეს შეთანხმება იქნა ხელმოწერილი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახეზეა ეს თანხმობა და პოლიტიკური შეფასება ისეთი ავტორიტეტული მოღვაწის და პოლიტიკოსის მხრიდან, როგორიც შარლ მიშელია, არამედ იმიტომაც, რომ თვითონ ქართველი ხალხი სწორად და საღად მიუდგა შექმნილ გამოუვალ მდგომარეობას და ამ ვითარებაში დადგა სწორ მხარეს, სიმართლის მხარეს, ეროვნული ინტერესების მხარეს.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე ამ ეტაპზე მოხსნილია. ბატონმა მიშელმა და სხვა ფასილიტატორებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა არის პროცესის დასაწყისი და ეს კარგად უნდა გავიზაროთ.

თუ ჩვენ მმართველი პარტია და მისი ლიდერები დაუშვებენ შეცდომებს და საიდანღაც სამეზობლოდან მართული ჩვენი პოლიტიკური ძალები დესტაბილიზაციისკენ ისევ გადადგამენ სერიოზულ ნაბიჯებს, ბუნებრივია ეს პროცესი არ განვითარდება სასურველად ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის და გადაიზრდება საკმაოდ უმართავ და არასასურველ პროცესებში“,-განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g