LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ თხოვნით – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი აბიტურიენტებს მიმართავს

90
sofo da gamocdebi

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე 2021 წლის გამოცდების მონაწილეებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, რომ ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ გამოცდის თარიღს, სესიაზე გამოცხადების დროსა და საგამოცდო ცენტრის მისამართს.

„საგამოცდო პროცესი ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ყველა საგამოცდო ცენტრი უკვე მზად არის აბიტურიენტების მისაღებად.

მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ თხოვნით, რომ ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ გამოცდის თარიღს, სესიაზე გამოცხადების დროს და საგამოცდო ცენტრის მისამართს. ცენტრში წასაღებად მოამზადეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი. სურვილის შემთხვევაში თან იქონიეთ წყალი, საკუთარი შავი გელიანი კალამი და სათადარიგო პირბადე. ტესტირების წინა საღამოს, გირჩევთ, დაისვენოთ.

ცენტრში დაგხვდებათ კეთილგანწყობილი პერსონალი. ისინი იზრუნებენ, რომ პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, შეგიქმნან გარემო, სადაც მაქსიმალურად შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები.

მინდა, წარმატება გისურვოთ საგამოცდო პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის სახელით!”- ნათქვამია სოფიო გორგოძის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია დილის 08:00 საათიდან დაიწყება და აპლიკანტები რამდენიმე პროცედურას გაივლიან. საგამოცდო ცენტრში შევლენ დისტანციის დაცვით, გაივლიან დეზობარიერსდაიმუშავებენ ხელებს, ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და მას შემდეგ შეძლებენ რეგისტრაციაზე შესვლას. მათ თან უნდა ჰქონდეთ საგამოცდო ბარათი და ასევე პირადობის მოწმობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g