LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, მადლობა ვუთხრა 2023 წელს – ჯარჯიმ და მე, მოვახერხეთ ოჯახის ისე შეკვრა, როგორც ბავშვობიდან მიოცნებია.. მადლობა 2023 წელს, დაკარგული ადამიანებისთვის, რომლებსაც მეგობრები ერქვათ – შეცდომით“ – თათია შარანგია

1420
ფორტუნა (42)

ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია 2023 წელს მადლობას უხდის იმისთვის, რომ ჯარჯიმ და მან მოახერხეს ბევრი სირთულის გადალახვა.

თათიას თქმით, 2023 წლის წყალობით გაიგო ვინ იყო მისი ნამდვილი მეგობარი.

„მინდა, მადლობა ვუთხრა 2023 წელს, თავისი სიხარულით, სიყვარულით, ადამიანების შეცნობით, გადალახული სირთულეებით გამორჩეული ადგილი დაიკავა. ჯარჯიმ და მე, მოვახერხეთ ოჯახის ისე შეკვრა, როგორც ბავშვობიდან მიოცნებია. ის, ჩემი დიდი ოჯახის უმთავრესი წევრი გახდა. ლაღ ბავშვად გადამაქცია, დამაბრუნა ჩემს თავს და დაუბრუნდა თავის თავს. მადლობა მას ამისთვის და მადლობა ჩემს ოჯახს.

მადლობა 2023 წელს, დაკარგული ადამიანებისთვის, რომლებსაც მეგობრები ერქვათ – შეცდომით. ურთიერთობა ორმხრივია და ცალმხრივი უნდა დასრულდეს. მტკივნეულია, მაგრამ ასე სჯობს. მადლობა 2023 წელს, რომ მიმახვედრა ოჯახის სიყვარულით ყველაფრის გადალახვა შემიძლია. ძლიერი ვარ, ბევრად ძლიერი ვიდრე როდესმე.

ამ ოჯახური ერთობის დამსახურებაა, რომ “სთორი” წლის ტელეპროექტი გახდა. თუ სახლში არ ხარ მშვიდად, ვერც საქმეს გააკეთებ, რომელიც უკიდეგანოდ გიყვარს. მადლობა ჩემს ფორმულას და ჩემს უსაყვარლეს შემოქმედებით ჯგუფს, მათ გარეშე “სთორი” იქ არ იქნებოდა, სადაც არის.

ჩვენ შვიდივეს ძალიან გვიყვარხართ, მერვე-სთორი, მეცხრე – ლაქიც შემოგვემატა ? ოჯახის უთბილესი და მზრუნველი ბავშვი. გისურვებთ საუკეთესო წელს, სიყვარულით და ურთიერთგაგებით სავსეს. ცხოვრებამ ზოგჯერ უნდა დაგვარტყას, რომ გაგვაკაჟოს და მისგან მოფერების ღირსი გავხდეთ.

მიყვარხართ და დიიიიდი მადლობა ყველაფრისთვის.“. – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

„ხომ დამპირდა, არასდროს დაჭკნება ყვავილები ჩვენს სახლშიო“ – თათია შარანგია ულამაზესი თაიგულის კადრებს გვიზიარებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები