LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ სახელმწიფოს – მჯერა, თქვენ არ გახდებით არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში“ – თინა ბოკუჩავა

142
თინა ბოკუჩავა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს მიმართავს და ამბობს, რომ „სჯერა, საჯარო მოხელეები, პოლიციელები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ემსახურება ქართულ სახელმწიფოს, არ გახდებიან გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და დადგებიან ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნული ინტერესების გვერდით“.

როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, საჯარო მოხელეების ინტერესები არჩევნების შემდეგ დაცული იქნება.

„მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ სახელმწიფოს. მინდა მოგმართოთ პატივისცემით, მოწიწებით და იმედით, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე თქვენ გააკეთებთ არჩევანს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. აქვე ვდებ პირობას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, რაც უკვე მკაფიოდ გააჟღერა პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თითოეული თქვენგანის ინტერესი იქნება დაცული და თითოეული თქვენგანი იქნება დაფასებული. მჯერა, თქვენ დაიცავთ საქართველოს კანონმდებლობას, დაიცავთ საქართველოს კონსტიტუციას და დაიცავთ საჯარო მოხელის ეთიკას. მჯერა, თქვენ არ გახდებით არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და დადგებით იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და საქართველოს ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები