LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა მოკლედ ვთქვა, რა მოხდა“ – ლაშა ჯიოშვილი მასზე გავრცელებულ ვიდეოზე პირველ კომენტარს აკეთებს

189
2025-02-20_23-27-00_648739

„ტვ პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი მასზე გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს რომ თანხას იღებს, განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, მან უბრალოდ წვრილი კუპიურები მსხვილში გადაუცვალა.

„როგორი გულის ამრევი უნდა იყოს, გავიგე პროპაგანდა, გავიგე ე.წ. ხელისუფლებას ემსახურები, ტელევიზია გქვია, პრეტენზია გაქვს ჟურნალისტობაზე, ადამიანი საპატიმროში ვარ, არ ვიცი რა მოხდება და ამ დროს მივრცელებს კადრებს. არ ვიცი, ვიღებდი ფულს თუ ვარიგებდი, ჯერ არ მინახავს, სქრინები მაჩვენეს მეგობრებმა, რომ გავრცელდა.

მინდა, მოკლედ ვთქვა რა მოხდა, ჩვენ გვყავს ცოცხალი მემატიანე გორში, კახაბერ ქარელიშვილი, რომელსც აქედან მოვიკითხავ, ამ ადამიანს ჰქონდა დაბადების დღე და იქ მყოფმა აქციის მონაწილეებმა ჩატში ჩავაგდეთ და 5-5 ლარობით მოვაგროვეთ თანხა, კონვერტში იდო, რომ გადაგვეცა, ჩვენს წინ იდგა პოლიციის 2 მანქანა, ესენი არ იყვნენ რიგითი პოლიციელები, ესენი იყვნენ ე.წ. თეთრი შკოდები, რომლითაც ხელმძღვანელი პირები გააადგილდებიან, მათ დასანახად ამოვიღე ქირის ფული, რომელიც უნდა ჩამერიცხა მეპატრონესთან და მთხოვა ადამიანმა, თუ გაქვს მსხვილი კუპიურები, გადავცვალოთო და ეს მოხდა, თან ვიცინოდით, ახლა რომ გადაგვიღონ და გამოგვიქვეყნონო. ტორტით და დროშებით მივაკითხეთ.

სამარცხვინოდ, ეს პოლიცია, 7-8 ეკიპაჟი ცდება იმისთვის, რომ იქ იდგეს, ფოტოები გადაგვიღოს და შემდეგ “პოსტივის“ გაუგზავნოს და ცდილობენ გაგვაშავონ, ვითომ ფულს ვიღებთ.

ეს კადრები გადაღებულია საკრებულოს შენობიდან, თურმე უსირცხვილოდ სხედან ადამიანები და ვიდეოებს გვიღებენ, თან ვითომ არ გვიმჩნევენ. ეს იყო მთელი ისტორია, მეგობრისთვის შეგროვებული ფული“, – ამბობს ჯიოშვილი.

„ტვ პირველის” ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიოშვილს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების საფუძველზე, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს.

„ვინ ხართ-მეთქი, ვეკითხებოდი და ერთ-ერთმა, რომელსაც კუბოკრული ნაჭერი ჰქონდა აფარებული პირზე, ჩურჩულით მითხრა, პოლიციელი ვარო, ვყვიროდი, რომ ჯიბეებში არაფერი ჩაედოთ“ – „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი დაკავების დეტალებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g