LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა მშობლებმა იცოდნენ, განსაკუთრებით ბებია-ბაბუებმაც. ბავშვები ისე გავზარდოთ, რომ ტკბილზე არ მივაჩვიოთ…“ – პედიატრი ნინო ჯიმშელაძე ბავშვთა ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე

393
პედიატრი ბავშვთა კვებაზე

პედიატრმა ნინო ჯიმშელაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მშობლებს ბავშვთა ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე მიუთითა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველ წლებში ბავშვები არ მიეჩვიონ ტკბილ გემოსა და შაქრიან პროდუქციას, რადგან ეს მათ კვებით ქცევაზე გრძელვადიან ნეგატიურ გავლენას ახდენს.

როგორც პედიატრი აღნიშნავს, ბავშვებს არ სჭირდებათ დამატებული შაქრის ან მარილის გემო, მით უფრო ადრეულ ასაკში.

„ერთი დიდი სურვილი მაქვს, მინდა მშობლებმა იცოდნენ, განსაკუთრებით ბებია-ბაბუებმაც. ბავშვები ისე გავზარდოთ, რომ ტკბილზე არ მივაჩვიოთ. არ არის აუცილებელი, შაქრის და მარილის გემო იცოდნენ. როდესაც ბავშვი იღებს შაქრიან პროდუქტებს, შემდეგ მისი შეკავება ძალიან რთული ხდება. უმადობის მიზეზიც ხშირად სწორედ ეს არის,“ – აღნიშნა პედიატრმა.

@ajarabroadcaster

ბავშვები ისე გავზარდოთ ტკბილს არ მივაჩვიოთ… არ არის აუცილებელი შაქრის და მარილის გემო იცოდნენ – ნინო ჯიმშელაძე/პედიატრი #ბავშვები #კვება #ტკბილი #მავნე_საკვები

♬ original sound – აჭარის მაუწყებელი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g