LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, მშობლებს ვთხოვო, რომ როგორმე კვირაში 3-4-ჯერ მაინც შეიტანონ ხორცი ბავშვის კვების რაციონში“ – შოთა ჯანჯღავა

237
შოთა-ჯანჯღავა

რა უნდა იყოს აუცილებლად მოზარდის კვების რაციონში, ამ კითხვას ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ უპასუხა:

„მინდა, მშობლებს ვთხოვო, რომ როგორმე კვირაში 3-4-ჯერ მაინც შეიტანონ ხორცი ბავშვის კვების რაციონში, რადგან ეს ბავშვის ორგანიზმისათვის საშენი მასალაა. თუ რკინის მაჩვენებელს ხორცით ვერ ვიღებთ, მაშინ ისეთი ბოსტნეული და პროდუქტი მივიღოთ სადაც რკინის დიდი შემცველობაა.

კვლევისთვის შეადარეს ადამიანები, რომლებიც სულ სწრაფი კვების ობიექტებით იკვებებიან და ადამიანები, რომლებიც სულ ჯანსაღად იკვებებიან. თითქმის 30%-ით იყო რკინადეფიციტური ანემიები მათში გამოხატული, ვინც სწრაფი კვების ობიექტებში იკვებებოდნენ, რადგან სხვადასხვა დანამატები და ემულგატორები რკინის კუჭ-ნაწლავიდან შეწოვას ხელს უშლის და ზუსტად ამის შედეგად ხდება რკინადეფიციტური ანემიის განვითარება. ასევე, ბოლო დროს მოსახლეობაში ძალიან აქტიურად არის გამოხატული B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა და ესეც იწვევს აღნიშნულს.

ცხიმთან მიმართებაში პირველი პრობლემა ღვიძლის გაცხიმოვნებაა. ეს არის ფენომენი, როცა ღვიძლი თავის ფუნქციონირებას ცვლის და ამის შედეგად იცვლება არა მარტო რკინა, არამედ მთელი ელექტროლიტური ბალანსის მეტაბოლიზმი ორგანიზმში და ამის შედეგად ვითარდება გარკვეული დისბალანსები და მათ შორის, რკინის დეფიციტი“ – განაცხადა შოთა ჯანჯღავამ.

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილისა და სტრესის გარეშე – შოთა ჯანჯღავას პრაქტიკული რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g