როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა, პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს, ზოგი ჩვენ უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის, – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამით სალომე ზურაბიშვილი საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდგომ ორი ქვეყნის გულშემატკივრებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
„ბოდიშის მოხდა, ზოგს არა საჭირო ადგილას და არასწორი მიმართულებით რომ უყვართ, იმათ გასაგონად.
როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს, ზოგი ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის.
ჩვენ ვართ და ვიქნებით კეთილმეზობლურად განწყობილი სახელმწიფოები, უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელი ერები, და ვიცხოვრებთ მშვიდობიან ევროპულ კავკასიაში!“- წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფში ორი მატჩის ჯამში სომხეთს 9:1 სძლია და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.