გასულ კვირას, Cardi B და Megan Thee Stallion პირველ კოლაბორაციულ კომპოზიცია WAP და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. მათთან ერთად კლიპში როზალია, ნორმანი და კაილი ჯენერი მონაწილეობენ. ნამუშევარი Cardi B-ის მომავალ, მე-2 ალბომში Tiger Woods შევა.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ნამუშევარმა რეკორდი დაამყარა. ის გამოსვლიდან პირველ კვირაში აშშ-ში ყველაზე მეტჯერ მოსმენილი კომპოზიცია გახდა. Chart Data-ს მონაცემებით, კომპოზოციას შვიდ დღეში 93 მილიონჯერ მოუსმინეს, გარდა ამისა, მან „ბილბორდის“ ცხელ ასეულშიც ლიდერი პოზიცია დაიკავა.
„ჩემი რიგით მეოთხე პირველი ადგილი ბილბორდის ჩარტში. საოცრად მადლიერი ვარ. მინდა, რომ ღმერთს ჩავეხუტო“. – ამ სიტყვებით მიმართა Cardi B-მ „ინსტაგრამ“ გამომწერებს და სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა.
https://www.instagram.com/p/CD_0_99Ae0O/?utm_source=ig_embed