LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, საქართველოს წარმომადგენელი გავხდე და არა სხვა ქვეყნის“ – დოდონა ნამორაძე „ევროვიზიისთვის“ ორ სიმღერას ამზადებს

191
დოდონა ნამორაძე

მომღერალი დოდონა ნამორაძე „სარკესთან“ ინტერვიუში „ევროვიზიასთან“ დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ კონკურსისთვის ორ სიმღერას ამზადებს. 

მისი განცხადებით, სურს კონკურსზე საქართველოს სახელით მიიღოს მონაწილეობა.

„ორი წელია, ბრიტანელი კომპოზიტორი, ჯოში, აგზავნის ჩემს სიმღერებს „ევროვიზიის“ შესარჩევი ტურებისთვის. შარშან ჩავერთე და წელსაც გავაგზავნე ორი არაჩვეულებრივი სიმღერა. ეს არის ინგლისური, პოპ ჟანრის სიმღერები, რაც „ევროვიზიას“ უხდება. ორივე ძალიან მაგარია. იმედი მაქვს, ამ სიმღერების განხილვა იქნება და შევძლებ საქართველოს წარდგენას „ევროვიზიაზე“. ძალიან დიდი იმედი მაქვს და, ვფიქრობ, მაგარი შედეგი დაიდება ამ სიმღერებით…

ყველაზე მთავარი მოტივი ის არის, რომ საქართველო კარგად წარდგეს და ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი ნიჭი და ა.შ., სწორად წარვადგინოთ. მქონდა შემოთავაზებები, სხვა ქვეყნის სახელით გამეგზავნა ჩემი სიმღერები, მაგრამ… ძალიან მინდა, საქართველოს წარმომადგენელი გავხდე და არა რომელიმე სხვა ქვეყნის, მაგრამ, თუ სხვა გზა არ მექნება, ალბათ მერე სხვაგვარად მოვიქცევი…

ბოლოს 12 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვცემე ჩემი ფილიპინელი კლასელი და, იცით, რატომ? დროშების დღე გვქონდა სკოლაში და ყველას თავისი ქვეყნის დროშა ჰქონდა მოტანილი. მე საქართველოს დროშა მივიტანე. მან კი არ იცოდა, როგორ გავემწარებინე… ამ ასაკში ხომ ასე ხდება გრძნობის გამოხატვა. აიღო ჩემი დროშა, მიწაზე დააგდო და დააბიჯა.. ისეთი ვცემე, საავადმყოფოში მოხვდა, რადგან ცხვირი გავუტეხე. დედაჩემი დაიბარეს სკოლაში და რომ მოუყვნენ, დედამ სახლში იმ დღეს ხინკალი გამიკეთა, ყოჩაღო…“  – აცხადებს დოდონა ნამორაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g