პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლდიერი იაგო ხვიჩია, არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება და აცხადებს, რომ მისთვის “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” არჩევანი საინეტრესო არ არის იმისათვის, რომ არჩვენებზე წავიდეს.
როგორც ხვიჩია ამბობს, იმისათვის, რომ პოლიტიკური გარემო უფრო ეგზოტიკური გახდეს, კარგი იქნება, რომელიმე ქალაქში “ნაციონალი” მერი იყოს.
მისივე თქმით, სურს, სეირს დააკვირდეს და ერთ ადგილას მაინც დაინახონ ოპოზიციის გამარჯვებული მერობის კანდიდატი:
ერთხელ უკვე გვქონდა კოჰაბიტაცია, სადაც იგივე პოლიტიკური ძალები კოჰაბიტაციის ფორმატში ერთმანეთთან კარგად თუ ცუდად თანამშრომლობდნენ. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს დაავიწყდა, როცა “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაციაში იმყოფებოდა.
მინდა, ერთ ადგილას მაინც დავინახოთ ოპოზიციის გამარჯვებული მერობის კანდიდატი, მინდა, სეირს დავაკვირდე და არა იმისთვის, რომ ავიღო პასუხიმგებლობა და ამაში მივიღო მონაწილეობა. “ნაცებისა” და “ქოცების” არჩევანი ჩემთვის არ არის საინტერესო, რომ არჩევნებზე წავიდე.
ზოგადად, იმისათვის, რომ პოლიტიკური გარემო უფრო ეგზოტიკური გახდეს, არ იქნება ცუდი, რომელიმე ქალაქში იყოს “ნაციონალი” მერი. ოპოზიცია რომ რევოლუციის მომწყობი იყოს, აქამდე ბევრ რევოლუციას მოაწყობდა. სხვათა შორის, გასულ წელს, როცა საპარლამენტო ბოიკოტზე იყო საუბარი, ოპოზიციონერ კოლეგებთან დავდიოდი და ვკითხულობდი – სად იყო რევოლუციური შტაბი. მაშინ ასეთი შტაბი ვერ ვიპოვე. არ ვიცი, ახლა აქვთ თუ არა. მე რევოლუციის მომხრე არ ვარ, თუ მე არ ვაწყობ მას. არ შეიძლება, სხვისი მოწყობილი რევოლუცია გინდოდეს.” – განაცხდა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, ხვალ, 30 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების მეორე ტური იმართება. მოსახლეობა ირჩევს მერებს ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.