LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა ვიცოცხლო“ – ონკოპაციენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და მინისტრს მიმართეს მოთხოვნით, დაემატოს მედიკამენტები დაფინანსების პროგრამაში

172
ონკოპაციენტების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

„მინდა ვიცოცხლო“, – ამ ლოზუნგით ონკოპაციენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც აღინიშნა, რომ ისინი საკუთარი უფლების დასაცავად იბრძვიან.

ონკოპაციენტემა ჯანდაცვის მინისტრს მიმართეს მოთხოვნით – დაემატოს მედიკამენტები დაფინანსების პროგრამაში, შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომა  და გაითვალისწინონ ონკოპაციენტების მდგომარეობა. ისინი 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნასა და საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანას ითხოვენ.

ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები მიხეილ სარჯველაძის მოადგილეს, თამარ გაბუნიას სიცრუეში  სდებენ ბრალს და მის გადადგომას ითხოვენ.

„ვითხოვთ მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას გადადგომას, რადგანაც მან წინა შეხვედრაზე, 12 მარტს მოგვატყუა და გვითხრა, რომ დეფიციტი იქნებოდა მოხსნილი. დღეის მონაცემებით, 25 მარტს, დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში და უკვე ამ კვირაში დავკარგეთ რამდენიმე ადამიანი წამლის დეფიციტის და დაფინანსების დაგვიანების გამო“. – აღნიშნა მედიასთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

შეგახსენებთ, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები ჯანდაცვის ახალ მინისტრს 12 მარტს შეხვდნენ. მიხეილ სარჯველაძემ პრობლემაში გასარკვევად 10 დღე ითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g