სამედიცინო სექტორი მძიმე ვითარებაშია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ არსებული რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრისას აღიშნა.
“მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გვიწევს დღეს დავაკვირდეთ იმ ხალხმრავალ შეკრებებს , რომლისგანაც ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ, იმ სოციალურ ღონისძიებებს , რომელსაც ჩვენ ვერ ვთმობთ და სწორედ მათ გამო ჯანდაცვის სექტორი დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.
მე მინდა დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მე მინდა დღეს ვთხოვო ასევე მთავრობის ყველა წევრს , რომ ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებად”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.