LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა ყველას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად მშვიდობიანად არაძალადობრივად ჩავატაროთ ეს საარჩევნო კამპანია და „ქართული ოცნება“ მშვიდობიანად გავისტუმროთ ხელისუფლებიდან“ – ირაკლი ნადირაძე

136
ირაკლი ნადირაძე

„ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ მთელი 12 წელია თესავს სიძულვილს, დაპირისპირებას, ზიზღს და ამ დაპირისპირებას და შურისძიების გაღვივებას უკვე არაერთი ადამიანი შეეწირა. როგორც ჩანს, მათი მიზანია ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაზარდონ“ – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ნადირაძის განცხადებით, მაქსიმალურად მშვიდობიანად, არაძალადობრივად უნდა ჩატარდეს საარჩევნო კამპანია.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები იყოს მშვიდობიანი. „ქართული ოცნება“ არის დამარცხებული, ამიტომ მინდა ყველას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად მშვიდობიანად არაძალადობრივად ჩავატაროთ ეს საარჩევნო კამპანია და „ქართული ოცნება“ მშვიდობიანად გავისტუმროთ ხელისუფლებიდან. ჩვენ გვახსოვს არაერთი ფაქტი „ქართული ოცნების“ მხრიდან, როდესაც ხდებოდა ძალადობის წახალისება, მათ შორის რუსული აქციების შემდგომ ათასობით ადამიანი, რომელსაც ურეკავდნენ, აგინებდნენ, ლანძღავდნენ, შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ. მაგალითად, ლაშა ფარულავას მამა რამდენიმე დღე, საავადმყოფოშიც იწვა, იმის გამო, რომ შვილის მოკვლით დაემუქრნენ. ეს უნდა უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს „მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.

მაია ბითაძე ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს ნაცებმა, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ – ვიღაც ყოჩაღი ნაც ,,აქტივისტკა”, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g