ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო დუდუკი ქალები” ბაჩო რამიშვილი დედასთან, ირინა გელაშვილთან ერთად სტუმრობდა. ბაჩო რამიშვილი „ოქროს ტალღა 2019″ – ის ნომინაცია „ხალხის რჩეულის” გამარჯვებულია. „ცრემლები სამოთხეში” ასეთია ბაჩოს ლექსების კრებულისა და ალბომის სახელწოდება, რომელიც 12 სიმღერას აერთიანებს, როგორც გავიგეთ მალე მისთვის ყველაზე საყვარელ სიმღერაზე გადაღებული ვიდეორგოლის სატელევიზიო პრემიერასაც გეგმავს, რომელზე მუშაობაც უკვე დასრულებულია.
გადაცემის ფარგლებში დედა-შვილის დუეტი გაჟღერდა, „ყვავილების ქვეყანა” ბაჩომ დედას მიუძღვნა, „მინდოდა ირას მოვფერებოდი და ყვავილებით მოვეფერე” აღნიშნა მომღერალმა…
ბაჩო, როგორ დაიწყო ყველაფერი?
გავიხსენებ იმ პერიოდს როდესაც ბავშვობაში მე და ირა ერთად ვმღეროდით, მომღერლობის ამბიცია ნამდვილად არ მქონია, შემოქმედი, პოეტი, მწერალი ადამიანი ვარ. ”ცრემლები სამოთხეში” ასეთი სახელწოდების კრებული გამოვეცი, რაც შეეხება სიმღერას წლებია ვმღერი, მაგრამ ახლახან ვიპოვე ჩემი ნიშა, ჩემი პოეზია დავაკავშირე მუსიკასთან და ძალიან მოსწონს, მგონი ადამიანებსაც მოსწონთ და ამით ორმაგად ბედნიერი ვარ.
სად შეიძლება შენი კრებულის შეძენა?
მინიმალური რაოდენობით გამოვეცით, ახლა ვგეგმავ უფრო დიდი ტირაჟით გამოცემას, ჩემს ფეისბუქ გვერდზე შესაძლებელია ყველა სახის ინფორმაციის მიღება.
ქალბატონო ირა, ბაჩოს წინსვლაში თქვენი უდიდესი წვლილია, ძნელი იყო ეს ყველაფერი?
ირინა:
ბავშვობიდან აქტიური იყო, რასაც ვთავაზობდი ისე იღებდა როგორც საჭირო იყო, შედეგებიც დადო, მოსწონთ მის გარშემო ადამიანებს. შემოქმედებითი საღამოსთვის ”მარტის გაცილება” გავაკეთეთ ერთი სიმღერა სიურპრიზად, იმდენად მოეწონათ, რომ გავბედეთ და გავაგრძელეთ ამ სიმღერის ერთად მღერა.
ბაჩომ სკოლის პერიოდში დაიწყო ლექსების წერა, ერთ ისტორიას გავიხსენებ, ერთხელ მასწავლებელმა უთხრა მეც დამიწერე ლექსიო და იმდენად პატარა იყო ბაჩო, სიტყვა მუზა დაავიწყდა და უპასუხა მედუზა თუ მომივა დაგიწერთო.
ბაჩო:
მადლობა იმ ადამიანებს ვინც ამ სიმღერის შექმნაში დაგვეხმარა, „ყვავილების ქვეყანა ასე ქვია”, მინდოდა დედას მოვფერებოდი და ყვავილებით მოვეფერე.
ბაჩო, წლის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღის” გამარჯვებული გახდი ნომინაციაში „ხალხის რჩეული” …
პირველად მოვხვდი ამ კონკურსზე, მადლობა ამ კონკურსს იმისათვის რომ ძალიან ბევრი რამიშვილი გამაცნო, დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, მოდიოდა ზღვა ემოცია, ქუჩაში მიგროვებდნენ ხმებს. ძალიან მიყვარხართ ყველა და თუ დაგჭირდებით მზად ვარ ნებისმიერკარგ საქმეში დაგეხმაროთ.
„შენა ხარ სამყარო” ასეთია სიმღერის სახელწოდება რომელმაც გაიმარჯვა, ერთი წელია შეიქმნა, კომპოზიტორია შეთე, ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერა, ტექსტი ჩემია.
როგორია სამომავლო გეგმები?
ჩემი ალბომი უკვე დასრულდა, 12 სიმღერა მაქვს, ისევე როგორც კრებულს ალბომსაც „ცრემლები სამოთხეში” ქვია. ვიდეორგოლი გადავიღე უკვე და სატელევიზიო პრემიერა მალე გაიმართება. ვფიქრობ ამ სიმღერას მეტად შეიყვარებს მსმენელი, რადგან საკუთარი თავი კიდევ სხვანაირად დავინახე და სხვანაირად ვიმღერე.
მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებ…
ბაჩო რამიშვილი – ცრემლები სამოთხეში
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ბაჩო რამიშვილი – საქართველო. პოეზია არ დაიდარდოში
ბაჩო რამიშვილი და ირინა გელაშვილი – ყვავილების ქვეყანა. Live
ბაჩო რამიშვილი და ირინა გელაშვილი – შენა ხარ სამყარო. Live
ბაჩო რამიშვილი და ირინა გელაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები