სოხუმის დაცემიდან ოცდამეათე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან ხალხმრავლობა იყო. შეკრებილები დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებდნენ.
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრთან მისვლას ცდილობდნენ, რათა მისთვის დაღუპულების გადმოსვენებაში დახმარება ეთხოვათ, რისი საშუალებაც მათ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვამ არ მისცა, რამაც ხმაური და არეულობა გამოიწვია.
„იმდენი ხალხი გადმოასვენეს, ჩემი შვილი ვერ გადმოასვენეს, რომელიც არ არის საძებარი, იციან სად გადააგდო აფხაზმა. ის დაიღუპა ოჩამჩირის რაიონში, ტანკზე აფეთქდა. 30 წელი გავიდა. მინდოდა მეთხოვა, რომ ჩემს სიცოცხლეში გადმოასვენონ და ობოლმა ბავშვებმა იცოდნენ მათი მამა სადაა, მაგრამ წავიდა, არ მოგვისმინა”, – განაცხადა აფხაზეთის ომში დაღუპული ავთანდილ ვაწაძის დედამ, თინა გახოკიძე, რომლის კომენტარსაც „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მას ადგილზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, პრემიერ მინისტრმა სოხუმის დაცემის ოცდამეათე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
ფოტო: IPN