კალიფორნიულმა სტარტაპმა Rufus Labs ახალი მინი პლანშეტი წარმოადგინა, რომელსაც მაჯის საათის ფორმა აქვს, თუმცა მისი შესაძლებლობები აღემატება არსებულ სმარტ-საათებს. Rufus Cuff მუშაობს Android Kit Kat-ზე, აქვს დისპლეი დიგონალით 3,2 დუიმი. წინა მხარეს ფრონტალური კამერაა ვიდეოზარებისთვის და სელფებისთვის. ნავიგაციას უზრუნველყოფს GPS მოდული, ხოლო ინტერნეტთან დაკავშირება ხდება Wi-Fi -ს მეშვეობით. Bluetooth-ის, დინამიკებისა და მიკორფონის წყალობით Rufus Cuff-ს შეუძლია სატელეფონის ზარების მიღება.
16 გიგაბაიტიანი ვერსია 249 დოლარი ეღირება. როგორც თავად შემქმნელი გეიბ გრიფონი ამბობს ”ის გაანადგურებს სმარტფონებს, საფულეებს, საათებს, ფიტნეს ტრეკერებს და ყველაფერს დანარჩენსაც” .


