LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MINI-ს აქვს თავისი პლუსები და მინუსები: რომელია ქართულ რეალობაში ყველაზე გამძლე COOPER?

120

გადაცემას ”ავტოსერვისი” საწვავის სისტემების სპეციალისტი ზვიად კაპანაძე ესტუმრა.

როგორ მუშაობს მიწოდების სისტემა ბენზინის ძრავებზე?

აცივებასთან ერთად ის ავტომობილი, რომელსაც ე.წ. ”პადსოსის სისტემა” მწყობრში არ აქვს, ძნელად დაიქოქება. ძრავი მაღალ ბრუნებზე იწყებს მუშაობას, რომ დროულად გათბეს. თუ აკუმულატორი კარგი არ არის, არ დაიქოქება. მოიმატებს საწვავის ხარჯი, რადგან ძრავის გათბობას დრო უნდა და ქალაქში მოძრაობა გადატვირთულია. თუ თერმოსტატი გამართულად არ მუშაობს, ავტომობილი ”პადსოსის რეჟიმზე” დიდხანს იმუშავებს და ესეც თავის მხრივ საწვავის ხარჯს განაპირობებს. ასევე, მნიშვნელოვანია ხარისხიანი აალების სანთლები. ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, საერთოდ ახალი სანთლები არ ამუშავებულა. თუ დიდი ხანია არ შეგიცვლიათ, სასურველია ტემპერატურის შეცვლასთან ერთად ახალი აალების სანთლები დააყენოთ. სანთელი უნდა შემოწმდეს ცხელ ძრავზე, ცენტრალური ღერო, ფაიფური უნდა იყოს მოყავისფრო ფერის. თუ  გაშავებულია, ნიშნავს, რომ მეტი საწვავი მიეწოდება, თუ ღია ფერია, პირიქით, ნაკლები საწვავი მიეწოდება და ”გუდავს”. სანთელს ეტყობა კიდეც, თუ ავტომობილს ”პერებოი” აქვს.

თანამედროვე ავტომობილების უმეტესობას ე.წ. გარე საწვავის ფილტრი აღარ აქვს, ის ავზშია მოთავსებული და მომხმარებელი ვიზუალურად ვერ აკონტროლებს რა მდგომარეობაშია ის…

სასურველია, რომ მინიმუმი ბენზინით არ იაროთ, 10 ლიტრამდე საწვავი სულ უნდა გქონდეთ ავზში, რადგან ბენზინის ტუმბო ზიანდება.

ხშირია ე.წ. ”პერებოი” და უმეტეს შემთხვევაში ეს არ არის ძრავის პრობლემა…

უმეტეს შემთხვევაში ელექტროობის პრობლემაა, შესაძლოა იყოს ”ბაბინა”, ან ”ფარსუნკა”, ან იპარავს ჰაერს კოლექტორიდან, მილებიდან… ცივზე როდესაც არის ”პერებოი”, და შემდეგ სტაბილურდება მუშაობა, აქ სავარაუდოდ ”პადსოსის” პრობლემაა. როდესაც წყალი გათბება და ”პადსოსის” რეჟიმიდან იხსნება, ასატბილურებს მუშაობას. უნდა შეკეთდეს აუცილებლად.

15174454_1137837259604108_1236949141_nდროსელის დაბინძურებამაც იცის პრობლემები…

უმეტეს შემთხვევაში დროსელის გაწმენდით პრობლემა გვარდება. ზოგჯერ ტყუილად წმენდენ. როდესაც ცხელ ძრავზე ავტომობილი ქვრება და ბრუნები ქვემოთ ვარდება, ამ დროს გაწმენდა გამართლებულია. თუ ბრუნები მაღლა ადის, ამ დროს სასურველი არ არის გაწმენდა. გაწმენდისთვის არსებობს ორი ვარიანტი: ერთ შემთხვევაში იხსნება და სრულყოფილად სუფთავდება, მეორე შემთხვევაში კი სპეციალური სითხე გამოიყენება.

ზვიად, როგორც ვიცი, ”მინის” მოდელების სერვისი წამოიწყეთ…

”MINI”-ს აქვს თავისი მინუსები: 2002-2006 წლის მოდელებს აქვთ ტიპტრონიკული, ვარიატორული გადაცემათა კოლოფი, რომელიც შედარებით სუსტია, უნდა დროულად ზეთის შეცვლა. სავალი ნაწილი საკმაოდ გამძლეა, ძრავიც ”ცეპზე” მუშაობს და თუ ზეთს ნორმალურად გამოუცვლით, კარგად იმუშავებს. ჩემი აზრით, ყველაზე გამძლე და გამართლებული არის 2005-06 წლების MINI COOPER S –  ავტომატიც და მექანიკაც. რაც შეეხება ჩვეულებრივ “კუპერებს”,2006 წლის ივნისის შემდეგ ახალი კოლოფი გამოვიდა, რომელსაც ვარიატორი აღარ აქვს და რა თქმა უნდა გამძლეა. რაც შეეხება პლიუსებს, MINI COOPER ძალიან უსაფრთხოა, ავარიის შემთხვევაში ძალიან დაცულია. ასევე, 1,6 მოცულობის ძრავის კვალობაზე ძალიან სწრაფია, როგორც 5.0 E კლასი, ისე დადის. კარგი მანევრი აქვს, კომფორტულიც არის. არ არის საოჯახო ავტომობილი, უხეში დაკიდება აქვს. ჩემი ნომერია 595 99 99 98, თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, დამიკავშირდით.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები