პაპარაცებმა ბეჰატი პრინსლუ და მისი ქალიშვილი, დასტი როუზი ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს. ფოტოგრაფების ყურადღება სწორედ ლევინების ოჯახის უმცორსმა წევრმა მიიქცია, რომელიც თეთრ სვიტერსა და ლეოპარდის პრინტიან შარვალში იყო გამოწყობილი, თავზე კი სანტა-კლაუსის ქუდი ეხურა.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავები კიდევ ერთხელ გახდებიან მშობლები და ამის შესახებ მოდელმა „ინსტაგრამზე“ თავად დაწერა. მოგვიანებით მუსიკოსმა პატარას სქესი გაამხილა და განაცხადა, რომ ის გოგონა იქნება.
ლევინმა და პრინსლუმ ერთმანეთი 2013 წელს გაიცნეს. 2014-ში მათ იქორწინეს, ხოლო 2016 წლის 21 სექტემბერს ისინი მშობლები გახდნენ.