სარემონტო-სამშენებლო კომპანია Minima მომხმარებელს რემონტზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასებს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა თამთა მუგასაშვილი-რაბათელმა განუცხადა, MINIMA იყო პირველი ქართულ ბაზარზე, რომელმაც 80$-ად (საშუალოზე მაღალი ხარისხის მასალებით) შესთავაზა კვ.მ. რემონტი მომხმარებელს. ”ჩვენ ამაში ადგილობრივი და საერთაშორისო დილერები და მწარმოებლები გვეხმარებიან – ეს თავიდან წარმოუდგენელი შეთავაზება იყო, მაგრამ შევძელით უამრავი კმაყოფილი კლიენტის შეძენა”, – აღნიშნა მუგასაშვილი-რაბათელმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ახორციელებს მსოფლიოში ცნობილი პროექტების ანალოგებს. ”ამ შემთხვევაში კლიენტი დიზაინის თანხას (საშუალოდ 25 აშშ დოლარს კვ.მ-ზე) აღარ იხდის; ეს არის საკმაოდ სერიოზული ფინანსური შეღავათი. ჩვენ ვთავაზობთ შემდეგი კონცეფციების კონკრეტულ პროექტებს: ქვით მოპირკეთებული ვილები; Narrow house (ვიწრო სახლის კონცეფცია); ლონდონური აპარტამენტი, აპარტამენტი წყვილისთვის, პატარა მინიმალისტური ვილები, ქვის სტაილინგი, Eco-friendly house, პერსონალური აპარტამენტები, ფუტურისტული ფორმების ვილები, კრეატიული საცხოვრებელი სივრცეები, თეთრი ვილები ზღვაზე, თანამედროვე სახლი-რეზიდენციები, ეკო სახლი – ფრანგული სტაილინგით, აგურის ვილები; თეთრი აპარტამენტები”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.
როგორც თამთა მუგასაშვილი-რაბათელმა აღნიშნა, Minima-ს შექმნის მთავარი მიზანი იყო, ფართო მასებისთვის ხარისხიანი სარემონტო და სამშენებლო მომსახურების მისაღებ ფასად მიწოდება.