ევროპაში მინიმალური ხელფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება. Euronews Business-მა მიმოიხილა როგორც მათი ოდენობა, ისე მსყიდველუნარიანობა (Purchasing Power) 2026 წლის დასაწყისის მდგომარეობით.
Eurostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით ევროკავშირის 22 ქვეყანაში დაახლოებით 12,8 მილიონი ადამიანი იღებს მინიმალურ ხელფასს ან მასზე ნაკლებს.
რომელი ქვეყნებს აქვთ ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი?
2026 წლის იანვრის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებში თვიური მინიმალური ხელფასი მერყეობს:
620 ევრო – ბულგარეთში
2 704 ევრო – ლუქსემბურგში
თუ კანდიდატ ქვეყნებსაც ჩავრთავთ, გამორჩეულია:
უკრაინა – 173 ევრო
მოლდოვა – 319 ევრო
ხუთ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 2 000 ევროზე მეტია:

ლუქსემბურგი – 2 704 €
ირლანდია – 2 391 €
გერმანია – 2 343 €
ნიდერლანდები – 2 295 €
ბელგია – 2 112 €
შემდეგ მოდის საფრანგეთი – 1 823 ევრო, ხოლო ესპანეთში მინიმალური ხელფასი 1 381 ევროს შეადგენს, რაც ნათლად აჩვენებს განსხვავებას მეზობელ ქვეყნებს შორისაც კი.
Eurostat მინიმალურ ხელფასებს სამ ჯგუფად ყოფს:
1 500 ევროზე მეტი
1 000-1 500 ევრო
1 000 ევროზე ნაკლები
შუა ჯგუფში შედიან: ესპანეთი, სლოვენია, ლიეტუვა, პოლონეთი, კვიპროსი, პორტუგალია, ხორვატია და საბერძნეთი, მათ შორის სხვაობა შედარებით მცირეა.

ნახევარ ევროპაში მინიმალური ხელფასი 1 000 ევროზე ნაკლებია
29 ქვეყნიდან (22 ევროკავშირის წევრი და 7 კანდიდატი) 15 ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 1 000 ევროზე ნაკლებია. ამ ჯგუფში ყველა კანდიდატი ქვეყანაა.
მაგალითად:
ჩეხეთი – 924 €
უნგრეთი – 838 €
რუმინეთი – 795 €
თურქეთი – 654 €
ალბანეთი – 517 €
სამ კანდიდატ ქვეყანას ბულგარეთზე მაღალი მინიმალური ხელფასი აქვს.
მსყიდველუნარიანობა ამცირებს სხვაობას
ქვეყნების შედარებისას მნიშვნელოვანია მსყიდველუნარიანობის სტანდარტი (PPS), რადგან ცხოვრების ღირებულება ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ კორექტირების შემდეგ, ხელფასებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნად მცირდება.
PPS იყენებს ხელოვნურ ვალუტას, რომელიც ასახავს, რეალურად რამდენის შეძენა შეუძლია ადამიანს თითოეულ ქვეყანაში.
ევროკავშირის 22 ქვეყანაში მინიმალური ხელფასი PPS-ის მიხედვით მერყეობს:
886 ერთეული – ესტონეთში
2 157 ერთეული – გერმანიაში
რეიტინგი ოდნავ იცვლება, თუმცა პირველი ცხრა ქვეყანა იგივე რჩება როგორც ევროებში, ისე PPS-ის მიხედვით.
ალბანეთის გარდა, კანდიდატ ქვეყნებს PPS-ის მიხედვით უკეთესი შედეგები აქვთ და რიგ ევროკავშირის წევრებსაც უსწრებენ.
ყველაზე დიდი დაწინაურება:
რუმინეთი – 20-ე ადგილიდან 12-მდე
ჩრდილოეთ მაკედონია – 26-დან 20-მდე
სერბეთი – 22-დან 17-მდე
თურქეთი – სამი პოზიციით ზემოთ
ყველაზე დიდი ვარდნა:
ჩეხეთი – 16-დან 24-მდე
ესტონეთი – 18-დან 26-მდე
იტალიაში, ავსტრიაში, ასევე სკანდინავიის სამ ქვეყანაში – შვედეთში, დანიასა და ფინეთში, კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი არ არსებობს.

სად არ შეცვლილა მინიმალური ხელფასი?
2025 წლის ივლისიდან 2026 წლის იანვრამდე მინიმალური ხელფასი არ შეცვლილა:
ბელგიაში
ესტონეთში
საბერძნეთში
ესპანეთში
ლუქსემბურგში
სლოვენიაში
ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა:
ბულგარეთში
უნგრეთში
ლიეტუვაში
სლოვაკეთში
(ყველგან 11%-ზე მეტი)
განსხვავებების მიზეზები
ევროპის პროფკავშირების ინსტიტუტის (ETUI) ექსპერტების თქმით, მაღალი პროდუქტიულობა მაღალი ხელფასების საფუძველია. ძლიერი ფინანსური ეკონომიკის მქონე ქვეყნები, როგორც წესი, უფრო პროდუქტიულები არიან.
