LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება – მაკრონი “ყვითელი ჟილეტების” პროტესტს დანებდა

46671308_303

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელემიმართვაში განაცხადა, რომელსაც “ყვითელი ჟილეტების” პროტესტის მონაწილეები, ერთად უსმედნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. მისივე თქმით, პენსიონერებისთვის, რომლებიც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებენ, გადასახადები გაუქმდება. მაკრონის თქმით, ასევე აღარ დაიბეგრება პრემიები.

ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში შეხვდება მსხვილი ბიზნესისა და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა აღნიშნული ცვლილებები განიხილოს.

 

მაკრონმა უარი განაცხადა სიმდიდრეზე გადასახადის დაწესებაზე, რასაც საპროტესტო აქციებისას მოითხოვდნენ „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლები.

„ჩვენ ეკონომიკურ და სოციალურ საგანგებო მდგომარეობას მტკიცე ზომებით ვუპასუხებთ, შევამცირებთ გადასახადებს, გავაკონტროლებთ ხარჯებს,“ – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g