LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინიონების“ დამფუძნებელზე ძალადობის ბრალდებით მისი მეგობარი მამაკაცი დააკავეს

576
გოგო ს

საბავშვო გასართობ ცენტრ „მინიონების“ დამფუძნებელზე, თამუნა მექერიშვილზე ძალადობის ბრალდების სარფის საზღვართან მისი მეგობარი მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, კაცი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

მომხდარის შესახებ მექერიშვილმა სოციალურ ქსელში თავადვე დაწერა და მასზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.

„მიმალვას აპირებდა თურქეთში.. საგურამოს პოლიცია მიყვარხართ.. მადლობა გვერდში დგომისთვის და დანაშაულზე სწრაფი რეაქციისთვის და აღმოფხვრისთვის“, – წერს მექერიშვილი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ ცხოვრებას იმაზე მშვიდად გააგრძელებს, ვიდრე აქამდე იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g