LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი: ჩვენ არ ვამტკიცებდით, რომ თონეში პური არ გაძვირდებოდა

157
BeFunky-collage-2

„არ ვამტკიცებდით ჩვენ, რომ თონეში პური არ გაძვირდებოდა. ჩვენ ვამბობთ, რომ სამრეწველო პური არ გაძვირდება“, – ასე პასუხობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თონეებში პურის 20 თეთრით გაძვირების შესახებ დასმულ კითხვას.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამა კონკრეტულად სამრეწველო პურს ეხება და არა ფქვილისგან წარმოებულ ყველა პროდუქტს.

„ანუ არსებობს არჩევანი სამრეწველო პურსა და თონის პურს შორის. ჩვენ თავშივე განვაცხადეთ, რომ ეს არ ეხებოდა მთლიანად პურ-ფუნთუშეულს და ფქვილისგან წარმოებულ ყველა პროდუქტს, მათ შორის თონეებს“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც დაახლოებით 10 მილიონ ლარი დაიხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები