LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინივენი სატელევიზიო შოუდან 1 400 დოლარი ღირს

99

ინტერნეტში 1999 წლის მინივენი Dodge Grand Caravan იყიდება, რომელიც ცნობილ სატელევიზიო გადაცემაში Pimp My Ride მონაწილეობს. ავტომობილის გარბენი 120 000 მილია და ის 1 400 დოლარად არის შეფასებული.

განცხადებაში მითითებულია, რომ მინივენმა უმოძრაოდ სამ წელზე მეტი გაატარა. ადგილ-ადგილ საღებავი გადასძვრა. იმ აქსესუარების უმრავლესობა კი რომლებიც შოუს გადაღებების დროს დაამონტაჟეს, დასრულებისთანავე მოხსნეს. დარჩა მხოლოდ ფეხების დასადები და ტელევიზორი, ასევე გამონაბოლქვის ხმის იმიტაციის ბლოკი, აუდიოსისტემა და იატაკი განათებით.

Dodge Grand Caravan-ს მუხრუჭების, გენერატორის და სხვა დეტალების შეცვლა სჭირდება. ასევე, აუცილებელია უსაფრთხოების ღვედების შემოწმებაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები