მოდელი მირანდა კერი ორსულად არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია თავად Victoria’s Secret-ის ანგელოზს არ დაუდასტურებია, სამხრეთ კორეაში, მოდის კვირეულზე ვიზიტის დროს მედიამ მისი მომრგვალებული მუცელი დააფიქსირა.
ამ დროისთვის მირანდა Snapchat-ის დამფუძნებელზე, ევან შპიგელზეა დანიშნული. უახლოეს მომავალში წყვილი ქორწილის გადახდას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ მირანდასთვის ეს მეორე შვილი იქნება: 2010 წელს მას და მსახიობ ორლანდო ბლუმს ვაჟიშვილი შეეძინათ.