LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირანდა კერიმ და ევან შპიგელმა ქორწინებამდე სექსზე უარი თქვეს

49

ცნობილი ხდება, რომ ავსტრალიელმა მოდელმა, მირანდა კერიმ და მისმა საქმრომ, მილიარდერმა ევან შპიგელმა ქორწინებამდე სექსზე უარი თქვეს. ასეთი დასკვნა ჟურნალისტმა მას შემდეგ გამოიტანა, რაც კითხვაზე, გეგმავენ თუ არა ის და ევანი შვილის გაჩენას, მირანდამ უპასუხა: „არა, ახლა ჯერ არა. ალბათ ქორწილის მერე. ჩემი პარტნიორი ძალიან ტრადიციულია. ჩვენ არ შეგვიძლია… მე ვგულისხმობ, რომ ჩვენ ველოდებით“ – განაცხადა მოდელმა.

შეგახსენებთ, რომ მირანდასა და ევანის ურთიერთობა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო, ერთი წლის შემდეგ კი მათ ნიშნობის შესახებ განაცხადეს. როდის შედგება ქორწილი, უცნობია, თუმცა წყვილმა უკვე მოაწერა ხელი საქორწინო კონტრაქტს, რომლის თანახმადაც განქორწინების შემთხვევაში კერი მეუღლისგან ვერაფერს მიიღებს.

მირანდა უკვე იყო ქორწინებაში მსახიობ ორლანდო ბლუმთან, რომელთანაც ერთი ვაჟიშვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები