ქართველი მომღერლის, მირანდა მირიანაშვილის დედა „ტვ პირველთან“ კომენტარს აკეთებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ მირანდას სახლში უნდა გამართულიყო ვლადიმირ პოზნერის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დიდი წვეულება.
„მირანდა დღეს დილით წავიდა მოსკოვში. ძალიან კარგად იცით, რატომ წავიდა. ჩემი შვილი ყველაფერს აკეთებს, რომ შემოვირიგოთ ეს ამბავი, დავტკბეთ…
ჩვენ ერთმანეთთან ვმეგობრობთ, მოსკოვში, ამერიკაში, ყველგან. ძალიან დადებითი პიროვნებაა… შეიძლება, რაღაც თქვას ადამიანმა… მეგობრები არიან, ძალიან ახლობლები არიან. პოზნერთან ერთად ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩამოსული, რომელთაც უყვართ საქართველო და ქართველები. როდესღაც ვიღაცამ რაღაც თქვა, ამის გულისთვის უნდა ატყდეს უბედურება? კიდევ გვინდა, გადავეკიდოთ ერთმანეთს? უნდა ვიცოდეთ პატიება…
თავისით ჩამოვიდა პოზნერი, მაგრამ მირანდას უნდოდა ემასპინძლა. სამჯერ იყო ჩამოსული მანამდე…“